четверг, 14 июня 2012 г.

                     გამოყენებული ლიტერატურა

ივერია

 

„ივერია“ იყო მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო, მისი პროგრამის ძირითადი ნაწილი ითვალისწინებდა ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეის სამსახურს. „ივერია“ თემატურად მრავალფეროვანი იყო, რაც განსაზღვრა ქართველი ხალხის ეროვნულმა, სოციალ-ეკონომიკურმა და კულტურულმა ვითარებამ და რედაქტორისა და მისი თანამშრომლების განმანათლებელმა იდეებმა. გაზეთი აშუქებდა მუშთა მოძრაობის საკითხებს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს და სხვა. ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრი „შინაური მიმოხილვა“, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას. „ივერიამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მწერლობის განვითარების საქმეში. თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ლომოური, ეკატერინე გაბაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, და სხვა , ნიჭიერი კორესპონდენრები და ჟურნალისტები; ალექსანდრე ყიფშიძე, გ. ყიფშიძე, ალექსანდრე ნანეიშვილი, არტემ ახნაზაროვი, დ. მიქელაძე, გიორგი ლასხიშვილი და სხვა. გაზეთი მდიდარ ინფორმაციას აძლევდა მკითხველს თანამედროვე საზღვარგარეთის ლიტერატურაზე, თავს უყრიდა და აქვეყნებდა ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებს.


ფოტო ალბომი



                                                          ვიდეო მასალა                                                                                                                 
                         კვირის პალიტრა


საქართველოში რომ საკუთრების უფლება ირღვევა, ამაზე უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ცენტრიც ალაპარაკდა. დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ "ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოში მთავრობის მიერ, მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაუფლების მიზნით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის არასწორი გამოყენების შესახებ". აშშ-ის სახდეპარტამენტის წლიურ ანგარიშამდე, საქართველოში საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებშიც აისახა, მაგრამ როგორც ამბობენ - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი ხელისუფლებისთვის, წართმეული ქონების ნუსხა კიდევ უფრო გაეზარდა.

საქართველოს ყველაზე პოპულარული გაზეთი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად სულ ახლახან პოეტი, ლიტერატორი, ლიტერატურულ პრემია "საბას" ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა "ლიბ.ჯეს" დამფუძნებელი, 27 წლის გიორგი კეკელიძე დაინიშნა. ელექტრონული გამოცემების სივრციდან იგი ბეჭდვითი წიგნების გარემოცვაში მოხვდა და იმის კეთება, რაც ვირტუალურ სამყაროში შეუძლებელია, რეალურ გარემოში აქტიურად და რამდენიმე მიმართულებით დაიწყო.

"მთელი კვირა", რომელიც "ლიბ.ჯეს" დიდი ხნის ერთგული მომხმარებელი და ახალგაზრდა პოეტის პოეზიის თაყვანისმცემელია, ბუნებრივია, დაინტერესდა გეგმებით, რომლებიც ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორს აქვს ბიბლიოთეკის უახლოესი და უკეთესი მომავლისთვის.

მთლიანი სტატიის წაკითხვა შესაძლებელია გაზეთის ელექტრონული ვერსიის
საშუალებით (pdf ფორმატში).
ხელმოწერის გაფორმება შეგიძლიათ საიტის მთავარ გვედზე.


პირველი ქართული გაზეთი 180 წლისაა             

ცნობილია, რომ ნაბეჭდი გაზეთების ისტორია იწყება 1609 წლიდან, როცა სტრასბურგში გერმანულ ენაზე გაზეთი “სტრასბურგერ რელასიონი” გამოვიდა. აქ არ შევუდგები ევროპასა და რუსეთში ბეჭდვითი სიტყვის განვითარებაზე საუბარს, მე-17 – მე-18 საუკუნეების საქართველოში კი, შინააშლილობის თუ გარეშე მტრების შემოსევების გამო, არც საამისო პირობები იყო და არც საშუალება. ალბათ, ერთადერთი გამონაკლისი იყო ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსება და 1712 წელს “ვეფხისტყაოსნის” გამოცემა.
მდგომარეობა მეტ-ნაკლებად იცვლება მე-18 საუკუნის სამოციანი წლებიდან. მამის – თეიმურაზ მეორის გარდაცვალების შემდეგ, კახეთის მეფე ერეკლე მეორემ ქართლ-კახეთი გააერთიანა და მისი საზრიანი მეფობის წყალობით ქვეყანა სამეურნეო და კულტურული აღორძინების გზას დაადგა. დაიწყო სახელმწიფოს ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა და, ბუნებრივია, ბეჭდვითი სიტყვის საჭიროების პირობები ჩვენშიც წარმოიშვა.
ზაქარია ჭიჭინაძე, თანამედროვეთაგან შეკრებილი ცნობების საფუძველზე, ერეკლე მეორის კარზე ეთდროული პერიოდული ნაბეჭდი ფურცლების არსებობაზე საუბრობს. თბილისში მოღვაწე უცხოელ მისიონერებს თავიანთი ქვეყნებიდან გაზეთები მოსდიოდათ და, ბუნებრივია, მათით ქართველებიც ინტერესდებოდნენ. მაშინდელი ბატონიშვილებიც ხშირად მიემგზავრებოდნენ რუსეთში და რუსულ გაზეთებს ეცნობოდნენ, განსაკუთრებით იმათ, რომლებშიც საქართველოზე მასალები იბეჭდებოდა. ასე, რომ გასაკვირი არ არის, თბილისშიც ყოფილიყო ნაბეჭდი გამოცემა (და არა გაზეთი). თითქოს იწყეს კიდეც 1787 წელს გაზეთის მსგავსი ფურცლების ბეჭდვა, რომელსაც “ლეპორტი” ერქვა.