პირველი ქართული გაზეთი 180 წლისაა
ცნობილია, რომ ნაბეჭდი გაზეთების ისტორია იწყება 1609 წლიდან, როცა სტრასბურგში გერმანულ ენაზე გაზეთი “სტრასბურგერ რელასიონი” გამოვიდა. აქ არ შევუდგები ევროპასა და რუსეთში ბეჭდვითი სიტყვის განვითარებაზე საუბარს, მე-17 – მე-18 საუკუნეების საქართველოში კი, შინააშლილობის თუ გარეშე მტრების შემოსევების გამო, არც საამისო პირობები იყო და არც საშუალება. ალბათ, ერთადერთი გამონაკლისი იყო ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსება და 1712 წელს “ვეფხისტყაოსნის” გამოცემა.
მდგომარეობა მეტ-ნაკლებად იცვლება მე-18 საუკუნის სამოციანი წლებიდან. მამის – თეიმურაზ მეორის გარდაცვალების შემდეგ, კახეთის მეფე ერეკლე მეორემ ქართლ-კახეთი გააერთიანა და მისი საზრიანი მეფობის წყალობით ქვეყანა სამეურნეო და კულტურული აღორძინების გზას დაადგა. დაიწყო სახელმწიფოს ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა და, ბუნებრივია, ბეჭდვითი სიტყვის საჭიროების პირობები ჩვენშიც წარმოიშვა.
ზაქარია ჭიჭინაძე, თანამედროვეთაგან შეკრებილი ცნობების საფუძველზე, ერეკლე მეორის კარზე ეთდროული პერიოდული ნაბეჭდი ფურცლების არსებობაზე საუბრობს. თბილისში მოღვაწე უცხოელ მისიონერებს თავიანთი ქვეყნებიდან გაზეთები მოსდიოდათ და, ბუნებრივია, მათით ქართველებიც ინტერესდებოდნენ. მაშინდელი ბატონიშვილებიც ხშირად მიემგზავრებოდნენ რუსეთში და რუსულ გაზეთებს ეცნობოდნენ, განსაკუთრებით იმათ, რომლებშიც საქართველოზე მასალები იბეჭდებოდა. ასე, რომ გასაკვირი არ არის, თბილისშიც ყოფილიყო ნაბეჭდი გამოცემა (და არა გაზეთი). თითქოს იწყეს კიდეც 1787 წელს გაზეთის მსგავსი ფურცლების ბეჭდვა, რომელსაც “ლეპორტი” ერქვა.

Комментариев нет:
Отправить комментарий