გამოყენებული ლიტერატურა
ივერია
„ივერია“ იყო მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო, მისი პროგრამის ძირითადი ნაწილი ითვალისწინებდა ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეის სამსახურს. „ივერია“ თემატურად მრავალფეროვანი იყო, რაც განსაზღვრა ქართველი ხალხის ეროვნულმა, სოციალ-ეკონომიკურმა და კულტურულმა ვითარებამ და რედაქტორისა და მისი თანამშრომლების განმანათლებელმა იდეებმა. გაზეთი აშუქებდა მუშთა მოძრაობის საკითხებს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს და სხვა. ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრი „შინაური მიმოხილვა“, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას. „ივერიამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მწერლობის განვითარების საქმეში. თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ლომოური, ეკატერინე გაბაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, და სხვა , ნიჭიერი კორესპონდენრები და ჟურნალისტები; ალექსანდრე ყიფშიძე, გ. ყიფშიძე, ალექსანდრე ნანეიშვილი, არტემ ახნაზაროვი, დ. მიქელაძე, გიორგი ლასხიშვილი და სხვა. გაზეთი მდიდარ ინფორმაციას აძლევდა მკითხველს თანამედროვე საზღვარგარეთის ლიტერატურაზე, თავს უყრიდა და აქვეყნებდა ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий